Lado gudiashvili biography template

ლადო (ვლადიმერ) გუდიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის ძირითადი თარიღები

დაიბადა 18 მარტს თბილისში (საქართველო), რკინიგზელის ოჯახში.  
მამა – დავით გუდიაშვილი, დედა – ელისაბედ ითონიშვილი.

 

  

წარჩინებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდები და ჩაირიცხა თბილისში არსებულ „კავკასიის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების“ ­ფერ­­­წე­რისა და ქანდაკების სასწავლებელში.

მისი პედაგოგები იყვნენ მხატვრები – ო. შმერლინგი (ხელმძღვანელი), ჰ. ჰრინევსკი და სხვ.

 

  

დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი პირველი ხა­რისხის დიპლომით და მიენიჭა მხატვარ-პედაგოგის წოდება. მუშაობა დაიწყო ხატვის მასწავლებლად თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. შეასრულა პირველი გრაფიკული ილუსტრაცია თეატრალური მოღვაწისა და გამომცემლის, ი.

იმედაშვილის ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" გამოქვეყნებული ლ. ქიაჩელის მოთხრობისათვის, რის შემდეგ იგი ამ ჟურნალის მუდმივი თანამშრომელი გახდა. მხატვარ-ილუსტრატორად მუშაობდა თბილისში გამომავალ სხვა ჟურნალებშიც („არსი“, „ფენიქსი“).

 

 

მონაწილეობდა "კავკასიის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების" მიერ თბილისში ორგანიზებულ ქართველ მხატვართა გამოფენაში.

თბილისში გაიმართა მისი ნამუშევრების პერსო­ნალური გამოფენა.

 

 

აქტიურად ჩაერთო ისტორიული ძეგლების დაცვა–შესწავლისა და ეროვნული კულტურის განვითარების მიზნით "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" დაფუძნებასა და მუშაობაში. სხვა მხატვრებთან (დ. შევარდნაძე, გ. ერისთავი, მ. და ი. თოიძეები, მ.

ჭიაურელი, ალ. ციმაკურიძე, ხ.

Sister pauline quinn biography sampler

ბეგ-მუსაევი) ერთად გადაიღო ნაბახტევისა და დავით გარეჯის (აღმოსავლეთი საქართველო) ფრესკათა ასლები. ეს ორი ექსპედიცია მოაწყო "ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ".

 

 

იყო წევრი "ქართველ ხელოვანთა" და "საისტორიო-საეთნოგრაფიო" საზოგადოებათა მიერ ისტორიულ პროვინცია ტაო-კლარჯეთში (სამხრეთი საქარ­თველო) მდებარე ძეგლების შესასწავლად და დაზიანებულ ფრესკათა ასლების გადასაღებად მოწყობილი ექსპედიციისა (ხელმძღვანელი – დიდი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი ექ.

თაყაიშვილი; წევრები – მხატვრები: ლ. გუდიაშვილი, მ. ჭიაურელი, ი. ზდანევიჩი, დ. შევარდნაძე, ხუროთმოძღვარი ­­­­ ა. კალგინი და ვარძიის მონასტრის წინამძღვარი მამა იპოლიტე). ლ. გუდიაშვილისა და სხვა მხატვართა მიერ შესრულებული ქართული ტაძრების ჩანა­ხატები და ფრესკათა ასლები გა­მოიფინა თბილისის "დიდების ტაძარში" (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ.

შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა). მო­ხატა თბილისში, რუსთაველის გამზირზე (უწინ­დელი გოლოვინის პროსპექტი) მდებარე "ფანტასტიკური ყავახანის", იგივე "პოეტების საამქროს" კედლები მხატვრებთან – კ. ზდანევიჩთან და ­­ს. ვა­­ლიშევსკისთან ერთად. მოხა­ტულობა დაკარგულად ითვლება.

 

 

მონაწილეობდა თბილისში მოწყობილ მხატვართა გამოფენებში.

 

 

შეასრულა მოხატულობა (დ.

კაკაბაძესა და­­ ს.­ სუდ­ეიკინთან ერთად) "ცისფერყანწელ­­­თა" ინიციატივით თბილისში დაარსებულ ქართველ მწე­რალთა კაფე-კლუბ "ქიმერიონში", რომე­ლიც შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის ახლანდელ ქვედა ფოიეშია. ლ. გუდიაშვილმა დახატა "სტეპკოს დუქანი" და "დარაჯი მელა". შექმნა ილუსტრაციები თბილისის მოდების ჟურნალისთვის.

ლ. გუდიაშვილის მონაწილეობით თბილისის "დიდე­ბის ტაძარში" (ახლანდელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა) "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" თაოსნობით მოეწყო ქართველ მხატვართა სა­ზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები, სადაც ექსპონირებულ იქნა მისი ბევრი სურათი. მათ შორის, "თბილისის აღმოჩენა", "ქალი მზეთამზე", "თევზი ცოცხალი", "ხაში", "ძმაბიჭების ქეიფი", "ქრისტინე" და მრავალი სხვ.

სასწავლებლად გააგზავნეს პარიზში სახაზინო სახსრებით "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" (უშუალოდ კი დ. შევარდნაძის) ინიციატივითა და შუამდგომლობით. მოგვიანებით, იმავე მიზნით, იტალიის გავლით საფრანგეთში გაიგზავ­ნენ მხატვრები – დ. კაკაბაძე, შ. ქიქოძე,  ქ. მაღალაშვილი, ე. ახვლედიანი. ლ. გუდიაშვილი გზად შეჩერდა იტალიაში მუზეუმებისა და არქიტექტურული ძეგლების დასათვალიერებლად.

ლ. გუდიაშვილი დაბინავდა პარიზში, მონპარნასის უბანში, იუგენსის ქუჩაზე მდებარე პატარა ბინაში. ხშირად სტუმრობდა მხატვართა და ხელოვანთა ცნობილ კაფე "როტონდას". საფრანგეთში ყოფნისას გაეცნო და დაუახლოვდა ბევრ მწერალს, ხელოვანსა და ხელოვნების კრიტიკოსს – ლ. ფუჟიტას,  ა. მოდილიანს, ფრ. მაზარელს, პ. პიკასოს, ი. ზულოაგას, ი.

ზდანევიჩს, ი. ერენბურგს, მ. რეინალს, ა. ბრეტონს, ა. სალმონს, ლ. არაგონსა და მრავალ სხვას. პარიზის "შემოდგომის სალონში" პირველად გამოიფინა სამხატვრო წრეებისათვის უცნობი ახალგაზრდა მხატვრის, ლ. გუდიაშვილის სურათები. ლ. გუდიაშვილმა თავისი სურათები წარადგინა პარიზში (გალერეა "ლა ლიკორნი") ორგანიზებულ მხატვართა ჯგუფურ გამოფენაზე.

 

 

მონაწილეობა მიიღო "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" გამოფენაში, რომელიც მოეწყო პარიზში, ელისეს მინდვრებზე მდებარე დიდ სასახლეში.

მიიწვიეს პარიზში გალერეაში "დენსი" გამართულ რუს მხატვართა (ლ. ბაქსტი, ნ. გონჩაროვა, ­­­მ. ლარიონოვი, ს. სორინი, ს. სუდეიკინი და სხვ.) გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. პარიზში გალერეაში "ლა ლიკორნი" მოეწყო ქართველ მხატვართა –  ლ. გუდიაშვილის, შ. ქიქოძისა და დ. კაკაბაძის სურათების გამოფენა. მონაწილეობდა პარიზში "ახალი სალონის საზოგადოების" მიერ ორგანიზებულ მხატვართა გამოფენაში კაფე "მონმარტრი".

 

  

მოეწყო ლ.

გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა პარიზში (გალერეა "ლა ლიკორნი"). კატალოგის წინასიტყვაობის ავტორია ხელოვნების კრიტიკოსი მ. რეინალი. მოხატა პარიზის რესტორან "კავკაზსკის" კედლები ძველი თბილისის მოტივებზე შექმნილი სურათებით.

 

 

ცნობილმა ამერიკელმა გალერისტმა და კოლექციონერმა, ჯ. როზენბერგმა სხვა მხატვრების (ა.

მატისის, ა. მოდილიანის, პ. სინიაკისა და სხვ.) სურა­­თებთან ერთად შეარჩია და ნიუ-იორკის "ახალ გალერეაში" გამოფინა ლ. გუდიაშვილის ფერწერა და გრაფიკა. მონაწილეობდა ნიუ-იორკის "ახალ გალერეაში" გამართულ რუს მხატვართა (ლ. ბაქსტი, ვ. კანდინსკი, ს. სუდეიკინი, ს. სორინი, ვ. შუ­ხაევი) გამოფენაში. გამოფენის კატალოგის წინასიტ­ყვაობის ავტორია კრ. ბრინტონი.

 

 

ა.

და ნ. ბენუებთან, ს. სუდეიკინსა და ვ. შუხაევთან ერთად მხატვრულად გააფორმა პარიზში იტალიური საოპერო დასის სპექტაკლები.

 

 

პარიზში, ჟოზეფ ბიიეს გალერეაში, მოეწყო ლ. გუ­­დიაშვილის პერსონალური გამოფენა. კატალოგის წინასიტ­ყვაობა დაწერა ა. სალმონმა.

პარიზში მ. რეინალის ავტორობით გამოიცა მონოგრაფია ლ. გუდიაშვილის შემოქმედებაზე. შექმნა დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები ნ. ბალიევის მიერ პარიზში დადგმული სპექტაკლისათვის "კავკაზსკიე ნაპევი". წლის ბოლოს დაბრუნდა სამშობლოში.

 

 

გამართა საანგარიშო პერსონალური გამოფენა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დრამატულ სტუდიაში.

გამოფენის კატალოგს ახლავს ტ. ტაბიძის წერილი. რეჟისორ კ. მარჯანიშვილის მიწვევით, მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში: ბალეტი-პანტომიმა "მზეთამზე" (რეჟისორი კ. მარჯანიშვილი); გრ. რობაქიძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "ლამარა" (რეჟისორები - კ. მარჯანიშვილი და ს. ახმეტელი).

 

 

მონაწილეობა მიიღო მოსკოვსა და თბილისში გამართულ მხატვართა გამოფენებში. მიიწვიეს თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

ხელმძღვანელობდა კომპოზიციის კლასს, ასწავლიდა ქანდაკების ფაკულტეტის კერამიკის განყო­ფილებაზე.

 

 

შექმნა თბილისის სამხატვრო აკადემიის გერბი და გააფორმა მისი კლუბი. ლ. გუდიაშვილის ნამუ­შევრები გამოიფინა ვენეციის XVI საერთაშორი­­სო ბიენალე­ზე.

 

 

მონაწილეობდა თბილისისა და ერევნის ფერწერისა და თანამედროვე გრაფიკის გამოფენებში.

კინორეჟისორმა მ. ჭიაურელმა მიიწვია კინოფილმ "საბას" მხატვრად დ. კაკაბაძესთან ერთად.

 

 

მუშაობდა მხატვრად კინორეჟისორ მ. ჭიაურელის ფილმ "ხაბარდაზე". მხატვრულად გააფორმა ქუთაისში კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებული II სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი "არსენას ლექსი".

რეჟისორი კ. მარჯანიშვილი. მონაწილეობდა თბილისში, მოსკოვსა და პა­­რიზში გამართულ მხატვართა გამოფენებში.

 

 

ლ. გუდიაშვილის სურათები გამოიფინა ნიუ-იორკში (Custom House), ჩიკაგოში, ფილადელ­ფიაში გამართულ თანამედროვე ფერწერის გა­­მო­­­­ფენებზე. ცოლად შეირთო ნინო (მგელაძე) გუ­დიაშვილი და ოჯახთან ერთად დაბინავ­და თბილისში, ყოფილი ლორის-მელიქოვის,­ შემ­დგომში ლ.

კეცხოველის, ამჟამად კი ­ ლ. გუ­­­­­დი­­­ა­შვილის ქუჩაზე.

 

 

 

შეეძინა ქალიშვილი ჩუქურთმა. ლ. გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრები წარმოდგენილ იქნა ლონდონსა და გლაზგოში მოწყობილ საბჭოთა გრაფიკის გამოფენაზე.

 

 

ლ.

გუდიაშვილის პარიზელი მეგობრის, პ. ვორმსის თაოსნობით, პარიზში გალერეაში "ბიიე" მოეწყო მისი ნახატების გამოფენა, რომელზედაც საგანგებოდ მიიწვიეს მ. რეინალი და ა. სალმონი. გამოფენას ფართოდ გამოეხმაურა ადგილობრივი გაზეთები. დაიბეჭდა პ. ვორმსის წერილი, რომელშიც განხილული იყო ლ. გუდიაშვილის შემოქმედება. მონაწილეობდა თბილისში, ბათუმში, მოსკოვ­ში, მარსელსა და ინგლისის ქალაქებში გამართულ მხატვართა ფერწერისა და გრაფიკის გამოფენებში.

 

 

მხატვრულად გააფორმა კომპოზიტორ ვ.

დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტე" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში (რეჟ. ა. წუწუნავა).

  

 

მონაწილეობა მიიღო თბილისში, სოხუმ­ში, ბათუმ­ში, ქუთაისში, მოსკოვში, ხარკოვში, კიევსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში ორგანიზებულ ფერწერისა და გრაფიკის გამოფენებში.

 

 

აირჩიეს საქართველოს მხატვართა კავშირის თბილისის განყოფილების მიერ შექმნილი თავდაცვის სექციის ხელმძღვანელად.

მასში გაერთიანებული მხატვრები მიდიოდნენ სამამულო ომის ფრონტებ­ზე და ქმნიდნენ სურათებს ომის თემაზე. მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ მხატვართა გამოფენებში.

 

 

ლ. გუდიაშვილის სურათები წარმოდგენილ იქნა ამერიკაში (ფლორიდა) ორგანიზებულ რუსული ფერწერის გამოფენაზე.

 

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის შეთავაზებით, მოხატა თბილისში ქაშვეთის ეკლესიის საკურთხეველი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ლ. გუდიაშვილი პირველი შემოქ­მედია, რომელმაც შეასრულა საეკლესიო მხატ­ვრობა. მონაწილეობდა მოსკოვსა და თბილისში მოწყობილ მხატვართა გამოფენებში (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნება).

 

 

გააფორმა თბილისში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული ესტრადის თეატრის ინტერიერი.

 

 

მონაწილეობდა თბილისში, ბორჯომში, ორ­­ჯონიკიძეში (ახლანდელ ვლადიკავკაზში), ხარკოვში გამართულ საბჭოთა სახვითი ხელოვნების გამოფენებში. მხატვრულად გააფორმა კ.

მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დრამატურგ ვ. კანდელაკის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "მაია წყნე­თელი" (რეჟისორი ვ. ტაბლიაშვილი).

 

  

მოეწყო პერსონალური გამოფენა თბილისის სა­ხელ­მწიფო სურათების გალერეაში. მონა­წილე­ობდა თბილისსა და მოსკოვში ჩატარებულ გამო­ფენებში.

 

 

გაიმართა პერსონალური გამოფენა სსრკ მხატვართა კავშირის მოსკოვის საგამოფენო დარბაზში.

 

 

მონაწილეობა მიიღო თბილისში, ვარშავაში, კი­­­ევში გამართულ სახვითი ხელოვნების გამო­ფე­ნებში.

 

 

მოეწყო შოთა რუსთაველის პრემიაზე წარდგენილი ლ.

გუდიაშვილის სურათების გამოფენა თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

 

 

მონაწილეობდა გამოფენებში – თბილისი, მოსკოვი, პარიზი, დრეზდენი. გაიმართა პერსონალური გამოფენა თბილისში გამომცემლობაში "მერანი".


  

მონაწილეობდა მოსკოვში, თბილისსა და ერე­ვანში ჩატარებულ გამოფენებში.

მიენიჭა სსრკ სა­ხალხო მხატვრის წოდება.

 

 

გაიმართა პერსონალური გამოფენა საქართვე­­­ლოს მხატვართა კავშირის ბათუმის საგამოფენო დარბაზ­ში. მონაწილეობდა მოსკოვში, თბილისში, ბათუმსა და სტოკჰოლმში გამართულ გამოფენებში. მიენიჭა საბჭოთა კავშირის შრომის გმირის წოდება.

 

 

მონაწილეობა მიიღო თბილისში, მოსკოვ­ში, პარიზსა და ბელგიის ქალაქებში ჩატარებულ გამოფენებში. გაიმართა პერსონალური გამოფენა თბილისში, საქარ­თველოს სსრ ფინანსთა სამინისტროს საგამოფენო დარბაზში. მოეწყო პერსონალური გამოფენა ბუდაპეშტის ნაცი­ონალურ მუზეუმში.

 

19 ივლისს გარდაიცვალა.

დაიკრძალა თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

ლადო გუდიაშვილის სახელი მიენიჭა ქ. ბათუმის მხატვრის სახლს.

 

 

8 აპრილს ასტრონომთა საერთაშორისო ორგანი­ზაციამ ლ.გუდიაშვილის სახელი მიანიჭა რ.

ვესტის (გერ­მანია) მიერ აღმოჩენილ მცირე პლანე­ტას.

 

 

 

ლადო გუდიაშვილის სახელი ეწოდა ქუჩას თბილისის ცენტრში, სადაც ცხოვრობდა მხატვარი ოჯახთან ერთად. ლ. გუდიაშვილის ქუჩა მუზეუმების „უბანს“ ეკუთვნის, სადაც მდებარეობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი: საქართველოს ს.

ჯანაშიას სახელობის ისტორიის  მუზეუმი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

 

 

გარდაიცვალა მხატვრის მეუღლე, ნინო გუდიაშვილი.

 

 

ლადო გუდიაშვილის სახელი ეწოდა მოედანს ქ.

თბილისის ისტორიულ ნაწილში.

 

 

 

ქ. თბილისის ცენტრში, 9 აპრილის სახელობის ბაღში დაიდგა ლადო გუდიაშვილის ძეგლი. ავტორი მოქანდაკე დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე.

 

 

თბილისში, ლ.

გუდიაშვილის ქუჩაზე #11 გაიხსნა ”ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი”.